,,Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვის და ინდუსტრიული კომპეტენციების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილებების პრევენციისათვის“ ფარგლებში, ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში პროექტის მონაწილეებმა ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულებით კლიმატის მენეჯმენტის ლაბორატორიის კონცეფცია და საგანმანათლებლო პროგრამების მოდულები განიხილეს. შეხვედრაზე მონაწილეებმა წარადგინეს წინადადებები და იმსჯელეს შემდგომ სამოქმედო გეგმაზე. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლიმატის მენეჯმენტის ლაბორატორია გაიხსნება ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სასწავლო კორპუსში და მოემსახურება სტუდენტებში პრაქტიკული უნარების განვითარებას.
უკან |