ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბსუ-სა და თსუ-ს ერთობლივმა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ „ციფრული მედია და ინოვაციები” სრული 4-წლიანი აკრედიტაცია მიიღო

სურათი

პროგრამული აკრედიტაცია წარმატებით გაიარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივმა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ ,,ციფრული მედია და ინოვაციები”. პროგრამამ აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით სრული 4-წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.

პროგრამა საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით,  აშშ-ს სამი (დე პოლის, სირაკუზის, ორეგონის) და ევროპის ორი (ვროცლავის (პოლონეთი) და სოფიას (ბულგარეთი) უნივერსიტეტების პროფესურის ჩართულობითა და რეცენზირებით შემუშავდა. იგი პასუხობს ციფრული კომუნიკაციების თანამედროვე მოთხოვნებს და მიზნად ისახავს კვალიფიციური ჟურნალისტური კადრების მომზადებას. პროგრამა განხორციელდება ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ვულოცავთ  პროგრამის ხელმძღვანელებს, თითოეულ მონაწილეს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიდევ ერთ ერთობლივ წარმატებულ პროექტს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა