ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბსუ პროექტ SQUARE-ს ტრენინგს „სტრატეგიული დაგეგმარება“ მასპინძლობს

სურათი

16-18 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,ერაზმუს+“-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში - SQUARE“ კონსორციუმის წევრებს მასპინძლობს, ტრენინგის ,,T2.2 სტრატეგიული დაგეგმარება“ ფარგლებში, რომელიც ტარდება ფინელი და პორტუგალიელი ექსპერტების მიერ. ტრენინგი  ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და  თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროექტის კოორდინატორმა ირმა გრძელიძემ გახსნეს.

სამდღიან ტრენინგში 36-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს 8 ქართული უნივერსიტეტიდან, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მესამე მისიის აქტივობების შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიას, ინსტრუმენტებსა და კონკრეტულ ინსტრუქციებს, რომლებიც შემდგომ გამოყენებული იქნება შიდა ინსტიტუციური სტრატეგიების შემუშავებისას.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპ-მენეჯმენტის და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით. უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის საბოლოო მიზანია დაიდოს მარეგულირებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა