,,Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (RURD – role of universities in the regional development), მკვლევარმა, პროფესორმა მარინა გიორგაძემ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი ჩაატარა ტემაზე: „უნივერსიტეტის მისია, სტრატეგიული განვითარების გეგმა და საგანმანათლებლო პროგრამების მიზნები და შედეგები". მონაწილეები გაეცნენ ბსუ-ს მისიას, სტრატეგიული განვითარების გეგმას და მათთან საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებისა და შედეგების შესაბამისობის საკითხებს. პროექტში საქართველოს 11 უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია ევროპის (ლიეტუვა, ესპანეთი, ავსტრია, ჩეხეთი) უნივერსიტეტები. ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე, პროექტის ფარგლებში, მომზადდა LLL კურსი.
უკან |