ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

სასწავლო ვიზიტი და საკოორდინაციო შეხვედრა სტოკჰოლმის ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტში

სურათი

22-26 აგვისტოს, შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში, ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტში HEIN4.0 პროექტის ფარგლებში გამართულ სასწავლო ვიზიტსა და საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მენეჯერმა, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ და ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა. ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტის პროფესორმა ანტონიო მაფეიმ, ფილოსოფიის დოქტორებმა მირკო ვარანომ და ფრედერიკ ენოქსონმა ჩაატარეს სემინარები მომხმარებლის საჭიროებების შესწავლისა და მათზე საგანმანათლებლო სერვისების მორგების მეთოდოლოგიაზე, ინოვაციური  ტრენინგების შემუშავება-დანერგვის პერსპექტივებზე, წარმოადგინეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის შედეგები, გამოცდილება და ისაუბრეს ახალი პროექტების შემუშავების შესაძლებლობებზე.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ერთი სესია დაეთმო საკოორდინაციო შეხვედრას, სადაც პარტნიორი დაწესებულებების კოორდინატორებმა შეაჯამეს პროექტში განხორციელებული აქტივობები, შეთანხმდნენ პროექტის შემდგომ გეგმებზე. მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა ვიქტორ კორდასმა პროექტის მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტის ძლიერი მხარეები, დაათვალიერებინა სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები.

„საქართველოს და უკრაინის უნივერსიტეტების გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრია 4.0 პარადიგმის საშუალებით“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტია  (კოორდინატორი ინსტიტუციაა ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი) და მასში ჩართულია პორტოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, შვედეთის ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტი, მანქანების მწარმოებელი ქარხანა VOLVO, სამი უნივერსიტეტი საქართველოდან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ოთხი უნივერსიტეტი უკრაინიდან და საერთაშორისო კომპანია FESTO.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა