ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

სემინარი თემაზე - ხარისხის აუდიტი, როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გარე მექანიზმი

სურათი

15- 16 დეკემბერს ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა სემინარი თემაზე - ხარისხის აუდიტი, როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გარე მექანიზმი. სემინარის მუშაობაში ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა მონაწილეობა მიიღო. სემინარის ფარგლებში ნიდერლანდებიდან და ფინეთიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და სხვა დამსწრე პირებს გააცნეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რომლის შესაბამისადაც ევროპაში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხორციელდება შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების აუდიტი, როგორც გარე ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა