ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა მარინე გიორგაძემ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „უნივერსიტეტის მისია, სტრატეგიული განვითარების გეგმა და საგანმანათლებლო პროგრამების მიზნები და შედეგები". ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის მისიის, სტრატეგიული განვითარების გეგმის მნიშვნელობას და მათთან საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებისა და შედეგების შესაბამისობის საკითხებს. ტრენინგი მომზადებულია ,,Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (RURD – Role of Universities in the Regional Development) - ფარგლებში. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
უკან |