ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბსუ-ში „სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ წარდგენა გაიმართა

სურათი

ბსუ-ში „ერაზმუს+“-ის პროექტის ,,ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად" (Curriculum Innovation for Social Inclusion – CISI) ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სტუდენტებთან და აჭარის საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან. „ერაზმუს+“-ის პროექტ CISI-ის კოორდინატორმა, პროფესრომა თამარ მახარაძემ და პროექტის მენეჯერმა ბსუ-ში, პროფესორმა ნანა მაკარაძემ მონაწილეებს პროექტის ფარგლებში მომზადებული „სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ და სასწავლო რესურსების წარუდგინეს.

„ერაზმუს+“-ის პროექტის ფარგლებში შემუშავდა და ბსუ-ს, თსუ-ს,  აწსუ-სა და თესაუ-ს განათლების მიმართულებით დაინერგა 10 ახალი კურსი შესაბამისი სალექციო კურსებით, რომელიც მომავალ პედაგოგებს და დაინტერესებულ სხვა სპეციალობების სტუდენტებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ ცოდნა და უნარები, თუ როგორ იმუშაონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან. კერძოდ, განვითარდა კურსები, რომლებიც ეხება:
1. სენსორული განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს;
2. ინტელექტუალური და დასწავლის უნარის დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს;
3. ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს.

ასევე შემუშავდა  ზოგადი სასწავლო კურსები: სპეციალური და ინკლუზიური განათლების საფუძვლები, ინკლუზიის გამოწვევები საზოგადოებაში და ინკლუზიური განათლების პრაქტიკა.

ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე ზოგადი კურსი ისწავლება. სპეციალური მასწავლებლები კი ხშირად აკადემიური მომზადების გარეშე იწყებენ პრაქტიკოსებად მუშაობას, რადგან არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი არც საუნივერსიტეტო და არც სასერტიფიკატო კურსი. პროექტით საფუძველი ეყრება სპეციალური მასწავლებლების მოსამზადებელ სასერტიფიკატო პროგრამას - სპეციალური განათლების პროგრამას, რომელიც აკრედიტაციის რეჟიმშია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა