ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბსუ-ში ETHICS პროექტის განმახორციელებელი პერსონალის შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ განმახორციელებელი პერსონალის შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეებმა განხილეს პროექტის ერთ-ერთ პარტნიორ ინსტიტუციაში - აწსუ-ში, 11-13 ოქტომბერს გამართული ტრენერთა გადამზადების 3-დღიანი სამუშაო შეხვედრის დეტალები, ბსუ-ს გუნდის მიერ შესასრულებელი სამუშაოები და პროექტის სამომავლო გეგმები. ტრენერთა ტრენინგის მონაწილეებმა კოლეგებს გაუზიარეს შეხვედრის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და ტრენინგების ჩასატარებლად მოსამზადებელ სამუშაოებზე შეთანხმდნენ.

ბსუ-ში ტრენინგების ჩატარება პროექტის კოორდინატორთან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და  ETHICS პროექტის ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით და თანამშრომლობით იგეგმება.

ETHICS პროექტს ბსუ 2023 წლის 1 თებერვლიდან ახორციელებს. პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა