უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებით პილოტირების პროცესში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო. ბსუ 7-9 ნოემბერს საერთშორისო ექსპერტთა ჯგუფმა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით შეაფასა. ავტორიზაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ქართველი ექსპერტები, სტუდენტები და დამსაქმებლები მონაწილეობდნენ. ექსპერტთა ჯგუფს EUA-ს ექსპერტი, პრომორსკის უნივერსიტეტის პროფესორი ლუსია ჩოკი (სლოვენია) ხელმძღვანელობდა. პილოტირება პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
უკან |