ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ვიზიტი უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბაზრის პრობლემების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კვლევების ინსტიტუტში

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ბადრი გეჩბაია მივლინებით იმყოფებოდა უკრაინაში, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბაზრის პრობლემების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კვლევების ინსტიტუტში. ბადრი გეჩბაიამ სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო ბსუ-ს ისტორია და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები. სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ასევე ისაუბრა საქართველოს  ეკონომიკური სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

ასოცირებულმა პროფესორმა საზოგადოებას ასევე გააცნო ბსუ-ში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები, ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი კვლევების შესახებ. ვიზიტისას დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა