სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბულგარეთის ელჩის დესისლავა ივანოვას საჯარო ლექცია - „ბულგარეთი და ევროკავშირი“

სურათი

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვმა ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ბულგარეთი და ევროკავშირი“. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ბულგარეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის შედეგები გააცნო. ბულგარეთი ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდა, ხოლო 2018 წელს პირველად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ქალბატონმა დესისლავა ივანოვმა საქართველოსა და ბულგარეთის ურთიერთობებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა უვიზო რეჟიმსა და ევროკავშირში გაწევრიანების პირობებზე. ლექციის დასასრულს მომხსენებელმა შეკითხვებს უპასუხა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა