სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის პროფორიენტაციის საკითებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კლინიკის მოხალისე ფსიქოლოგთა ჯგუფმა,  ფსიქოლოგიის მესამე კურსის სტუდენტებმა  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან ქეთევან ბერიძესთან ერთად ბათუმის №5 საჯარო სკოლის  მოსწავლეებთან  ტრენინგი გამართეს.

შეხვედრის მიზანი მომავალი აბიტურიენტებისთვის  პროფორიენტაციის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, პროფესიის არჩევისას ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში დახმარების  გაწევა იყო. აგრეთვე, სტუდენტებმა მსმენელებს  საკუთარი მიდრეკილებებისა  და  ინტერესების გარკვევაში დახმარება  გაუწიეს. შეხვედრის ბოლოს  სკოლასა და ბსუ-ს შორის აქტიური თანამშრომლობა დაიგეგმა.

 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა