სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტრენინგი პროფორიენტაციის საკითხებზე მომავალი აბიტურიენტებისათვის გრძელდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კლინიკის მოხალისე ფსიქოლოგთა ჯგუფმა, ფსიქოლოგიის სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან ქეთევან ბერიძესთან და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ გურამ ჩაგანავასთნ ერთად ბათუმის №8, №18 და №20 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პროფორიენტაციის ტრენინგი გამართეს.

შეხვედრის მიზანი მომავალი აბიტურიენტებისთვის პროფორიენტაციის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, პროფესიის არჩევისას ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში დახმარების გაწევა იყო. სტუდენტებმა მსმენელებს საკუთარი მიდრეკილებებისა და ინტერესების გარკვევაში დახმარება გაუწიეს. შეხვედრის ბოლოს სკოლასა და ბსუ-ს შორის აქტიური თანამშრომლობა დაიგეგმა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა