დოქტორანტურა

ბსუ-ში ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის სამუშაო შეხვედრა შედგა

სურათი

ბსუ-ში ინსტიტუციური თანამშრომლობის  პროექტის  ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში,  სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი, თსუ-ს რექტორის მოადგილე  ნინო ოკრიბელაშვილი და ბსუ-ს  რექტორის მოადგილე, პროექტის მენეჯერი  ნათია წიკლაშვილი, ფაკულტეტებიდან და სამეცნიერო კვლევითი ერთეულებიდან გამოყოფილი საკონტაქტო პირები და  პროექტის სხვა წევრები.

საქართველოში სამეცნიერო კვლევის მენეჯმენტის ერთიანი სისტემა იქმნება, რომელშიც  საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი ჩაერთვება (გერმანია, საფრანგეთი).

აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანია წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე.

პლატფორმაზე დარეგისტრირება http://bsu.vidatum.emis.ge/ აუცილებელია ყველა აკადემიური და სამეცნიერო პირისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა