UNESCO აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მკვლევრებისთვის 2022 წლის Silk Roads Youth Research Grant-ის გრანტის მონაწილეთა შესარჩევად. გრანტის მოსაპოვებლად, კანდიდატის კვლევა უნდა მოიცავდეს საკითხებს, რომლებიც ეხება აბრეშუმის გზის ზიარ მემკვიდრეობას, აბრეშუმის გზის მრავალფეროვნებას და მის როლს თანამედროვე საზოგადოებების შემოქმედებაში, კულტურათაშორის დიალოგში, სოციალურ ერთიანობაში, რეგიონალურ და საერთაშორისო თანამშრომლობაში, ასევე მდგრად მშვიდობასა და განვითარებაში. 12 გრანტი გაიცემა 35 წლამდე ახალგაზრდა მვლევრებზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მაისი.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის სექტემბერში. გრანტის ოდენობა შეადგენს 10,000 აშშ დოლარს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: https://en.unesco.org/silkroad/youthgrant
უკან |