დოქტორანტურა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვის უმაღლესი ინტერესი: სოციოკულტურული, ნორმატიული და იურისდიქციული მიდგომა“

2022 წლის 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს რუმინეთში, ქალაქ მოლდოვაში, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვის უმაღლესი ინტერესი: სოციოკულტურული, ნორმატიული და იურისდიქციული მიდგომა“.  კონფერენციის მიზანია, შექმნას პლატფორმა სამეცნიერო-პრაქტიკული დისკუსიებისთვის ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში და, კერძოდ, უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება ნებისმიერი პროცედურული განხორციელებისას.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საჯარო ხელისუფლებისა და არაკომერციული ორგანიზაციების, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემიის წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები (პრაქტიკოსები, დოქტორანტები, მაგისტრანტები), რომლებსაც პროფესიული ინტერესი გააჩნიათ.

სამუშაო ენებია: რუმინული, ინგლისური, რუსული.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ცალკე კრებულში გამოიცემა.

  პირობები:

  1. 2022 წლის 1 სექტემბერი: მონაწილეობის შევსებული ფორმის გაგზავნა ორგანიზატორებისთვის; შეავსეთ კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა, რომელიც მითითებულია მიბმულ ფაილში;
  2. 2022 წლის 20 სექტემბერი: მონაწილეებისთვის კონფერენციის პროგრამის გაგზავნა და ღონისძიებაზე წვდომის ბმული;
  3. 2022 წლის 30 ოქტომბერი: კონფერენციის მასალების მიღება, მომზადებული მოთხოვნების შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: conferinta.penal@gmail.com

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა