სემინარები

სამეცნიერო სემინარი "ღვიძლი და სანაღვლე გზების ქირურგიული ანატომია" ჩატარდება 26.06.2019 წელს 4 საათზე. ასისტენტ პროფესორი ვაჟა თედორაძე. აუდიტორია 328

აშკარაა ღვიძლის ქირურგიის მზარდი პროგრესი უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში. ქირურგიული მკურნალობა შეიძლება იყოს წარმატებული მხოლოდ ღვიძლის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებების, მისი სისხლით მომარაგების და სანაღვლე გზების ანატომიის უზადო ცოდნის შემთხვევაში.რეანიმაციულ-ანესთეზიოლოგიური მიმართულების,როგორც მეცნიერების გაუმჯობესებამ, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დონის ამაღლებამ საშუალება მოგვცა ღვიძლზე წარმოებული ოპერაციული ჩარევების სირთულე და მოცულობა მნიშვნელოვნად გაგვეზარდა.უნდა განსაკუთრებულად აღინიშნოს ტრანსპლანტოლოგიის მიღწევები და თანამედროვე გამოწვევები ამ მიმართულებით,რაც სამართლიანად აყენებს ახალ მიდგომებსა და მოთხოვნილებებეს ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიული ანატომიის ცოდნისა. დონორული ორგანოების უკმარისობამ მიგვიყვანა ცოცხალ დონორულ გადანერგვამდე და SPLIT ტრანსპლანტაციამდე,როცა გვამური ღვიძლის გაყოფას და დიდი წილის  მოზრდილ და შემდგომ ასაკებში,ხოლო შედარებით პატარა წილების ბავშვებში გადანერგვას გულისხმობს. ეს ყველაფერი მოითხოვს ღვიძლის ქირურგიული ანატომიის უზადო ცოდნას და მისი აგებულების თავისებურებების ახლებურ ხედვას,გამომდინარე სანაღვლე და სისხლძარღვოვანი რეკონსტრუქციის ახალი მოთხოვნილებებიდან. დაწყებული 1988,როცა ჰანოვერმა პირველად შეასრულა SPLIT ტრანსპლანტაცია, ღვიძლის გამოყენებითი ანატომიური თავისებურებების საფუძვლიანმა შესწავლამ მიიღო შეუქცევადი ხასიათი,რაც გვაძლევს საშუალებას დავზოგოთ თითოეული მილიმეტრი ღვიძლის ქსოვილი. ღვიძლის აღების ტექნიკა,როგორც დონორისგან ასევე გვამისგან მოითხოვს ქირურგიული ანატომიის უზადო ცოდნას,რათა მოვახდინოთ ზიანის მინიმიზირება.ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია მნიშვნელოვან გამოყენებით ანატომიურ ორიენტირებზე,რომელიც საჭიროა ღვიძლზე წარმოებული ოპერაციების დროს.  ქირურგმა უნდა გაითვალისწინოს ის მთავარი ქირურგიულ-ანატომიური თავისებურებები,რომელიც განაპირობებს ძირითადად წარმატებულ ღვიძლის მობილიზაციას და ჰეპატექტომიას,დონორული და გვამური ტრანსპლანტაციის რევასკულირებას და სანაღვლე სადინრების გამოყოფას და რეკონსტრუქციას.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა