დემოგრაფიული განვითარების პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში აქტუალობას არ კარგავს. თითოეული რეგიონი უნიკალური დემოგრაფიული ობიექტია, რომლის მოსახლეობის რიცხოვნების დინამიკას აქვს თავისებურებები. მიზეზთაგან, რომლებიც განაპირობებენ მოსახლეობის რიცხოვნების შემცირებას, ერთერთი არახელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. მოსახლეობის ერთი ასაკიდან მეორეზე გადასვლისას დემოგრაფიული პროცესების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკური პრობლემის გადაჭრის მნიშვნელოვანი იარაღია. აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა სემინარის მიზნები და ამოცანები.
მოპოვებული სტატისტიკური ინფორმაციის, ჩვენს მიერ ჩატარებული გაანგარიშებების, დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემების ურთიერთკავშირის შესახებ არსებული კვლევების შესწავლის საფუძველზე აგებული იქნა აჭარის მოსახლეობის მოკვდავობის პერიოდული ცხრილი ხუთ წლიანი ინტერვალით 1960, 2002 და 2014 წლებისათვის. 2002 და 2014 წლის მოკვდავობის ცხრილის მონაცემების მიხედვით დადგენილი იქნა მოსახლეობის ასაკობრივი ცვლილების გავლენა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოკვდავობის ცხრილის მონაცემებით განისაზღვრა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (15+; 65) ასაკობრივი ჯგუფის მოკვდავობის მაჩვენებელი, რაც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ჩატარდა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მაჩვენებლების ურთიერთზემოქმედების რეგრესული ანალიზი. საანალიზოდ აღებული იქნა 2011-2017წ. მოცემული პერიოდის აღება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის ეფექტიანი პოლიტიკის შეფასებით.
პრეზენტაციაუკან |