სემინარები

სემინარის თემა: "სწორად თქმისა და წერის კულტურა-სალიტერატურო ენასა და ცოცხალ მეტყველებას შორის მიმართება". პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროდესორი დიანა ახვლედიანი. სემინარი ჩატარდება 5 ივლისს, 14.00ზე

ქართულ სალიტერატურო ენას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი.  წლების მანძილზე ენათმეცნიერულ საკითხებზე მუშაობის პროცესში ჩვენი კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ იქცა სალიტერატურო ენის ნორმირების პრობლემები, კერძოდ იმის გარკვევა, თუ როგორ დამოკიდებულებაა ქართული სალიტერატურო ენისადმი სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ დონეზე, როგორ იცის საზოგადოებამ სალიტერატურო ენის კანონები, არის თუ არა სტანდარტული ენის ნორმები მტკიცედ ჩამოყალიბებული, ობიექტურ პრინციპებზე დამყარებული და როგორი მიმართებაა ქართულ სალიტერატურო ენასა და ცოცხალ მეტყველებას შორის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხშირად ვაქვეყნებდით სტატიებს, ვკითხულობდით მოხსენებებს ეროვნულსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. დღევანდელი სემინარის მიზანია, გაგვემთლიანებინა ჩვენი მრავალწლიანი კვლევის შედეგები. სალიტერატურო ენის სიწმინდე სავალალო მდგომარეობამდეა მისული. ბევრი წელია ვიბრძვით ქართული ენის სიწმინდის დაცვისათვის, რათა დავძლიოთ ყველაზე გავრცელებული ტიპობრივი შეცდომები, თუმცა ამ შეცდომებით, რა თქმა უნდა, არ ამოიწურება ქართული ენის სირთულეები. იმის გარკვევა თუ როგორი დამოკიდებულებაა ქართული სალიტერატურო ენისადმი თითოეული სტუდენტისა თუ კონკრეტული გულშემატკივრის სალექციო თუ წერილობითი შეხმიანება არაერთი სასარგებლო რჩევითა თუ შენიშვნით დიდად წაადგა დღევანდელ სემინარს. მასალა, რომელიც სტატიებისა თუ მოხსენებების სახით არის დამუშავებული სხვადასხვა დროს, ეძღვნება ერთ ძირითად პრობლემას, თავიდან ვერ ავიცილეთ ზოგიერთი ფაქტისა და მსჯელობის განმეორება შესაძლოა ზოგიერთი საკითხი სხვადასხვა კონტექსტითა და ფორმით გვხვდებოდეს (მეორდებოდეს), მაგრამ მოგეხსენებათ, გამეორება ცოდნის დედაა. ვფიქრობთ, სემინარზე (და არა მარტო სემინარზე) გამოტანილი საკითხები ხელს შეუწყობს სალიტერატურო ენის ნორმირებასთან დაკავშირებული პრობლემების შემდგომ კვლევას.

ზუმის ლინკი  https://zoom.us/j/3575224552


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა