სემინარები

სემინარი თემაზე: „ინტელექტის გენეტიკური და სოციალური მახასიათებლები.“ ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ჟანა ჭითანავა. სემინარი ტარდება ონლაინ რეჟიმში (ზუმით) 5 ივლისს 19 საათზე.

ინტელექტი არის  ძალიან ზოგადი გონებრივი შესაძლებლობები, რომელიც მოიცავს: კოგნიტურ პროცესებს, ლოგიკურ მსჯელობას, მოქმედების დაგეგმვას, პრობლემათა  გადაჭრას, რთული იდების წვდომას, სწრაფად დასწავლას, გამოცდილების მიღების უნარს.

ჩამონათავლი არ არის  სრული, საკამათოა  და  მუდმივ   განახლებას  მოითხოვს. საკამათოა აგრეთევე  ინტელექტის პირდაპირი  მემკვიდრულობის საკითხები ადამიანის პოპულაციაში .   მეცნიერულად აღიარებულია, რომ  სოციალური  გარემოც  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინტელექტის  განვითარებაზე და მასზეა დამოკიდებული  ზოგადად მემკვიდრული ნიშანთვისებების რეალიზაციაც.  საბოლოოდ თანამედროვე  კვლევების შედეგად  დადგინდა, რომ ადამიანის ინტელექტის ნახევარს გენეტიკური  სტრუქტურა განსაზღვრავს, დანარჩენს კი სოციალური გარემო .   პოპულაციაში  საშუალო  ინტელექტის ადამიანების რაოდენობა წარმოადგენს 50%–ს,   ხოლო შედარებით  მცირე რაოდენობით  გვხვდება  დაბალი  ინტელექტის(ჭკუასუსტები)  და  უმაღლესი ინტელექტის (გენიოსები) ადამიანები.

არის  მცდელობაც დადგინდეს კორელაცია ავადმყოფურ  მდგომარეობას და გენიალურობას შორის, რასაც  სწავლობენ  გენიოსებისთვის „დამახასიათებელი“  დაავადებების  საფუძველზე.

„გენიოსი აკეთებს იმას, რაც აუცილებელად საჭიროა,  ტალანტი იმას–რაც შეუძლია“

zoom ბმული: https://us04web.zoom.us/j/9959984376

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა