სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თემურ ავალიანი, ამა წლის 2 ივლისს, 12 საათზე, 43-ე აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს -"ექსტრალინგვისტური ფაქტორების ზეგავლენა ანთროპონიმული კორპუსის ფორმირებასა და ცვლაზე (აჭარის მაგალითზე)"

ანთროპონიმია გარე ფაქტორების მხრიდან ზემოქმედების მიმართ ენის ლექსიკის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე პლასტია, რაც ნათლად ჩანს ზემო  აჭარის ანთროპონიმული კორპუსის მაგალითზე.  თავისი ისტორიის ბოლო 400 წელი  აჭარამ ოკუპაციის პირობებში გაატარა, რომლის მანძილზეც მან გამოიცვალა სამი საოკუპაციო რეჟიმი: ოსმალური, ცარისტული და საბჭოთა, ანუ სამი რელიგიურ-პოლიტიკური პარადიგმა. ყველაფერი დაიწყო ოსმალური ოკუპაციით, რომელმაც თითქმის მთლიანად მოწყვიტა  მშობლიურ ნიადაგს როგორც ქართულ გვარსახელთა, ისე კალენდარულ და ქართულ პიროვნულ სახელთა კორპუსი.  ოსმალური საოკუპაციო რეჟიმი შეცვალა ცარისტული რუსეთის იმპერიულმა პოლიტიკამ, რომელიც სულ რაღაც თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ჩაანაცვლა საბჭოთა ბოლშევიკურ-ათეისტურმა რეჟიმმ. ცხადია, ეს ყველაფერი აისახა ანთროპონიმულ სურათზე, თანაც უაღრესად საინტერსოდ და თითოეული ეტაპის სპეციფიკის შესაბამისად.  არანაკლებ მნიშვნელოვანია ბოლო, თავისუფლების 34-წლიანი პერიოდიც, როცა როგორც გვარსახელთა, ისე პიროვნულ სახელთა შერჩევის პროცესი მთლიანად განთავისუფლდა გარე ზეწოლისაგან და ადამიანები თავისუფალი არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ. 

მოხსენებაში  განხილულია ამ პროცესის მიმდინარეობის ძირითადი ტენდენციები და შედეგები მთელი ამ ხნის მანძილზე.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა