სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ემზარ მაკარაძე. სამეცნიერო სემინარის თემა: "თურქეთის საშინაო პოლი­ტ­იკის ძირითადი პრობლე­მები 2000-2024 წლებში". 13 მაისი, 2025. 12 საათი, ოთახი № 46. აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი.

XXI საუკუნის დასაწყისი თანამედროვე თურქეთის სა­შინაო პოლიტიკაში განსაკუთრებით საინტერესოა, რადგანაც, სწორედ ამ პერიოდში, ქვეყნის ცხოვრებაში აქტი­ურად იჩინა თავი საერო და რელიგიური  მიმართულების წრეთა დაპირისპირებამ.

XXI საუკუნის დასაწყისში ისლამური მიმარ­თუ­ლების  სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმა­ტება მოუ­ლოდნელი არ იყო. მას  ნიადაგი მოუმზადა XX საუ­კუნის 90 - იანმა წლებმა, როდესაც ისლამური ორი­ენ­ტაციის  კეთი­ლდღეობის პარტიამ მოიპოვა შოკისმომგვრელი გამარ­ჯვება  და პირველად რესპუბლიკური თურქეთის ისტორიაში მოიპოვა უმრავლესობა  პარლამენტში.

XXI საუკუნის დასაწყისში მოვლენათა ამგვარმა განვი­თარებამ შოკური ეფექტი მოახდინა, როგორც რეს­პუბ­ლიკური თურქეთის საერო ხელისუფლებაზე, ისე დასავლელ პოლი­ტიკოსებზე.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკითხის მიზანია, ნათლად და სიღრმისეულად განვიხილოთ 2000 – 2024 წლების  თურქეთის საშინაო პოლიტიკის აქტუალური საკითხები:

  1. თურქეთის საშინაო პოლიტიკა 2000-2024 წლებში და მისი გავლენის მექანიზმები საზოგადოებაზე;
  2. ისლამური სამართლიანობისა და განვითარების პარტ­იის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  3.  პოლიტიკური ისლამის ადგილი საერო თურქეთის საშინაო პოლიტიკაში.

პრობლემის  ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს 2000-2024 წლებს. ეს უმთავრესად განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სწო­რედ ამ დროს თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც ხასიათდება პოლიტიკური  ისლამის შემდგომი აღმავლობით ქვეყნის საზოგადოებრივ – პოლი­ტ­იკურ ცხოვრებაში, რამაც  ისლამური სამართლიანობისა და განვითარების  პარტიას  დიდი წარმატებები მოუტანა და ნათელი გახადა მათი პოზიციები და დამოკიდებულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი თანამედროვე თურქ­ეთის საშინაო პოლიტიკაში.

ამგვარად, აღნიშნული საკით­ხების ანალიზი  ნათელს მოფენს 2000 – 2024 წლების თურქ­ეთის საშინაო პოლიტიკის ზემოაღნიშნულ საკითხებს.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა