ინფორმაციული რევოლუციის მომდევნო რაუნდმა გამოიწვია ინფორმაციული საზოგადოების შექმნა, რომლის მთავარი რესურსი ცოდნა და ინფორმაციაა. თანამედროვე საზოგადოების პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია ეფექტური საინფორმაციო მხარდაჭერის გარეშე. ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გადაცემის და დანერგვის პროცესი პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირებასთან. კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ხელისუფლებაში მყოფებმა შეიმუშავეს საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირების სხვადასხვა გზები, მათ შორის ვერბალური და არავერბალური ხერხების მეშვეობით ერის კულტურული მემკვიდრეობის მანიპულირება.
სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ პირობებში კულტურული მემკვიდრეობის ერთი და იგივე ფაქტი სრულიად განსხვავებულად არის განმარტებული და წარმოდგენილი. საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომის დროს, რელიგიის სრული უარყოფით, დიდი სამამულო ომის დამახასიათებელი ძირითადი ცნებები იყო ტერმინები „წმინდა ომი“ (ყველასთვის, ვინც იცავს თავის ტერიტორიას) და „დაპყრობის ომი“ (ჰიტლერის მიმართ. „დამპყრობლები“, რომლებიც თავს დაესხნენ საბჭოთა კავშირს). როდესაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა სუვერენულ უკრაინას, ჩაერთნენ სხვადასხვა ენობრივი „მანიპულატორები“: „ომი“ შეიცვალა სიტყვით „სპეციალური ოპერაცია“, ეპითეტი „აგრესიული“ გადაკეთდა „ნაციონალისტებთან ბრძოლაში“. რუსეთის ხელისუფლებისთვის საჭირო საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებიც კი ჩაერთნენ. უკრაინელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა სულ სხვაგვარად იქნა განმარტებული.
კულტურული მემკვიდრეობის მანიპულირების ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებებია: ცენზურა და პროპაგანდა, მედიაზე თითქმის სრული მონოპოლია, „მეხსიერების დავიწყების“ დუალისტური მექანიზმი, საგანმანათლებლო სისტემის ყველა საფეხურზე კონტროლი და, რა თქმა უნდა, პრესა, ტელევიზია. კინოინდუსტრია, ლიტერატურა, რომლებიც აყალიბებენ მასობრივი ცნობიერების „აუცილებელ“ ღირებულებითი სისტემებს. იქმნება მთელი პოლიტიკური მითები, რომელთაც სჯერა ინფორმაციული საზოგადოების გულუბრყვილო მომხმარებელს.
ენა არა მხოლოდ მითის შექმნის ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია, არამედ, ამავდროულად, მითის დანგრევის ინსტრუმენტია. სოციალისტური საზოგადოების სამართლიანობის მითი უკვე დაინგრა, მაგრამ ამჟამად რუსეთში მიმდინარეობს ახალი მითს შექმნა, ეგრედ წოდებული „Сибиризация“, რომლის მასალები წარმოდგენილია ჩვენ სასემინარო მოხსემებაში.
უკან |