სემინარები

2025 წლის 20 მაისს, 13-00 საათზე, #326 - აუდიტორიაში გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი მერაბ ფუტკარაძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „კლასტერული მიდგომა მთიანი აჭარის ტურიზმის ინოვაციურ განვითარებაში“

მთიან აჭარაში მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი ტურიზმს უჭირავს, მაგრამ მისი განვითარება რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. რეგიონის ბუნებრივი გარემოს ნაკლებ მდგრადობის პირობებში  საჭიროა კლასტერული მიდგომით არსებული გამოწვევების  ინტერდისციპლინარული შეფასება, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსული პოტენციალის განსაზღვრა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე რაციონალური ბუნებათსარგებლობის პირობებში ტურიზმის პრიორიტეტების დასახვა.  გარკვეულია კლასტერში შემავალი სუბიექტები, მათი ფუნქციები  და ადგილი ტურიზმის ინოვაციური პოლიტიკის შემუშავებაში.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა