სემინარები

2025 წლის 2ივნისს, 12 საათზე, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ჯემალ ვარშალომიძე ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, ჩაატარებს სემინარს თემაზე: “1704 წლის ოსმალური დოკუმენტი ბათუმის შემოგარენის შესახებ ( ეთნოგრაფიული ასპექტები)”.

XVIII -ის I მეოთხედის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს  ისტორიის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესწავლისათვის მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის გადასახადების აკრეფის მიზნით შედგენილი ოსმალური დავთრები. აჭარის ტერიტორიაზე მარცვლეული კულტურების მოყვანასთან დაკავშირებით მეტად ღირებულია აღნიშნულ დავთრებში - ,,ბათუმის ლივის ვრცელ დავთარსადა ,,ბათუმის ლივის მოკლე დავთარშიმოცემული ცნობები. პირველი დოკუმენტი 1704 წლით თარიღდება

ხოლო მეორეში სხვადასხვა პერიოდის ჩანაწერებს ვხვდებით. დოკუმენტების მიხედვით ბათუმის ლივა მოიცავს დღევანდელი ქალაქის ტერიტორიას თავის შემოგარენით და ვრცელდება ჭოროხის ხეობის აყოლებაზე ბორჩხისა და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროზე ლაზისტანში. დოკუმენტში ჩამოთვლილია სოფლები სხვადასხვა გადასახადებით, მაგალითად ღომზე, სიმინდზე და სხვა. ჩვენი კვლევის მიზანია დავთარში აღწერილი ცნობების შესწავლა ეთნოლოგიური ასპექტით.

მარცვლეულ კულტურებს ქართველების განსახლების ტერიტორიაზე წარსულში ფართო არეალი ეკავა. მისი გავრცელების შესახებ საგულისხმო ცნობებია მოცემული ძველ ქართულ წყაროებში, საქართველოში მყოფი უცხოელი მოგზაურებისა და მეცნიერების ჩანაწერებში, XVI -ის დამლევსა და XVII-XVIII სს-ში საქართველოს საეკლესიო და სამონასტრო ბეგარის ნუსხებში. ოსმალურ წყაროების მიხედვით, აჭარაში ღომის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული სამეურნეო ცხოვრებაში  სიმინდის  შემოსვლამდე და შემდეგაც,  იგი  მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები მარცვლეულია. ნაშრომში თავმოყრილია ღომის მოყვანა-დამუშავება, ჯიშების, კულინარიაში, რიტუალებში გამოყენების შესახებ ეთნოგრაფიული ცნობები, შეჯერებულია ტოპოგრაფიულ და არქეოლოგიურ მონაცემებთან.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა