სემინარები

2025 წლის 13 ივნისს, 14:00 საათზე (II კორპუსი, აუდიტორია 222) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზებურ სურმანიძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: "მონაცემთა მეცნიერი, როგორც მომავლის პროფესია"

სემინარი ეძღვნება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში დიდი მონაცემების შენახვისა და დამუშავების საქმეში ახალი მეცნიერული მიდგომების დანერგვას, რომელსაც მონაცემთა მეცნიერი განსაზღვრავს. ყოველდღიურად იქმნება დიდი მოცულობის მონაცემები (Big Data), რომელთა ანალიზი და ინტერპრეტაცია მოითხოვს შესაბამის სპეციალისტს. ასეთ სპეციალისტს წარმოადგენს სწორედ მონაცემთა მეცნიერი (Data Science). ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული პროფესია ხდება, რადგან ის აერთიანებს სტატისტიკას, პროგრამირებას, მონაცემთა ანალიზსა და მანქანურ სწავლებას, რათა სხვადასხვა წყაროდან მიღებული დიდი მონაცემებიდან ამოიღოს ის ღირებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება.

მონაცემთა მეცნიერი არის სპეციალისტი, რომელიც: აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს; იყენებს სტატისტიკურ და მანქანური სწავლების მეთოდებს მონაცემების ანალიზისთვის; ქმნის ადეკვატურ მოდელებს და იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს და ვიზუალიზაციას უკეთებს მონაცემებს.

ამრიგად, დიდი მონაცემების შენახვისა და დამუშავების საქმეში ჩნდება ახალი პროფესია - მონაცემთა მეცნიერი, რომელმაც უნდა განსაზღვროს: კვლევის მიზნის დანიშნულება; მონაცემთა შეგროვება; მონაცემთა მომზადება; მონაცემთა გამოკვლევა; მონაცემთა მოდელირება; წარმოდგენა და ავტომაზიცაია. შესაბამისად საჭიროა ასეთი სპეციალისტის მომზადება.

 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა