ყოველდღიურ საქმიანობაში ადამიანს უამრავი გადაწყვეტილების მიღება უხდება. გადაწყვეტილების მიმღები ყოველი პიროვნება დაინტერესებულია შედეგი იყოს, რაღაც აზრით საუკეთესო (ოპტიმალური).
საუკუნეების მანძილზე გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა ინტუიციაზე, გამოცდილებასა და ლოგიკურ განსჯაზე დამოკიდებულებით. მაგრამ დროთა განმავლობაში, გადაწყვეტილების მიღების ამოცანები გართულდა, გაიზარდა მასში მონაწილე პარამეტრების რაოდენობა, შედეგი დამოკიდებული იყო უკვე არა ერთ, არამედ რამდენიმე მაჩვენებელზე და ამდენად, რაღაც აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების ძველი მეთოდები უკვე ვეღარ იძლეოდა დამაკმაყოფილებელ შედეგს. საჭირო გახდა მათემატიკური მეთოდების გამოყენება.
ისეთი მათემატიკური დისციპლინა, რომლის აპარატითაც შესაძლებელია დიდი და რთული სისტემების ანალიზი და მათში მონაწილე განსხვავებული ინტერესების მქონე რგოლებისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებათა მიღება, არის ოპერაციათა გამოკვლევა, რომელიც, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა, გასული საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. ოპერაციათა კვლევის ინტერესების სფერო ძალიან ფართოა. იგი მოიცავს ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ დარგებს სოციოლოგიიდან რთულ კიბერნეტიკულ სისტემებამდე.
მართალია, კვლევის მეთოდები არ იცვლება, მაგრამ მნიშვნელოვანია იმ ამოცანების დიფერენცირება, რომლების სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებთან გამოიყენება. სწორედ აღნიშნული ამოცანების სპეციფიკას განვიხილავთ სემინარზე.
უკან |