ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტი თამუნა სურმანიძე ბათუმის მერიის ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიანტია. „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ქვეპროგრამას ბათუმის მერია განახორციელებს და სტიპენდია გაიცემა წელიწადში ორჯერ. ვულოცავთ თამუნას სურმანიძეს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს.
უკან |