განათლების ფაკულტეტი

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლისათვის აცხადებს აპლიკანტთა მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგ მიმართულებებში:
1.  ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
2.  მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
3.  ინგლისური ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
4.  გერმანული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
5.  რუსული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
6.  ფრანგული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
7.  ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
8.  ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
9.  ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
10. გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);
11. ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
12. სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური);
13. სპორტი (საბაზო და საშუალო საფეხური);
14. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (საბაზო და საშუალო საფეხური).

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:
ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;                                                    
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ბსუ-ს მიმღებ კომისიაში, 2018 წლის 20 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 1000 საათიდან 1700 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32, მესამე კორპუსი, ოთახი №323.


ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი (აპლიკანტი) შეიძლება იყოს ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც მიღებული აქვს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება (ამ შემთხვევაში აუცილებელია სრული ზოგადი განათლების ქონა), წარმატებით აქვს ჩაბარებული ,,საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №124/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგნის გამოცდის ჩატარების წესით გათვალისწინებული იმ საგნის გამოცდა, რომლის შესაბამისი აკადემიური ხარისხიც/განათლებაც აქვს. 

აპლიკანტმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება და ანკეტა (შევსებული ბსუ-ს რექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის N01-08/120 ბრძანების დანართი 1-ის  და დანართი 2-ის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის  ასლი დედანთან ერთად;
გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი   დოკუმენტი (გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ);
დ) ბაკალავრის, მაგისტრის  და/ან მათთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, 2018 წლის კურსდამთავრებულთათვის -  ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);
ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).


მისაღები გამოცდები ჩატარდება 2018 წლის 25 სექტემბერს  (გამოცდის დაწყების დრო - 1000 საათი) ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ადმინისტრაციული შენობა - ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12). 

გამოცდაზე დასასწრებად აპლიკანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანებული კონკურსანტი გამოცდაზე არ დაიშვება.

ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა  ჩატარდება  წერითი სახით. უნდა შესრულდეს ესსე თემაზე: „პროფესია - მასწავლებელი“. ესსე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 300 სიტყვისაგან და იგი შეფასდება 100 ქულით. დადებით შეფასებად ჩაითვლება 51- ქულიანი ბარიერის გადალახვა.

ესსე შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) ესსე-ს ძირითადი იდეის (მიზნის) ჩამოყალიბება:   0-20 ქულა;
ბ) საკითხის ზოგადი ცოდნა, ორიგინალური ხედვა და თანმიმდევრული მსჯელობა: 0-30 ქულა;
გ) ლოგიკური დასკვნების გამოტანა:  0-10 ქულა;
დ) შინაარსის კორექტულობა:  0-10 ქულა;
ე) საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული და ფაქტობრივი გამყარება: 0-10 ქულა;
ვ) წერის კულტურა (ორთოგრაფია, პუნქტუაცია, ლექსიკური მარაგი): 0-20 ქულა


გამოცდის შედეგები გამოცხადდება  2018 წლის 25 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდის მეშვეობით (აპლიკანტების პირადი ნომრების მითითების გარეშე).

საპრეტენზიო განცხადებები (არსებობის შემთხვევაში) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს 2018 წლის 26 სექტემბერს, მიმღებ კომისიაში, ხოლო პასუხები გაიცემა 2018 წლის 27 სექტემბერს ბსუ-ს ვებგვერდის მეშვეობით (აპლიკანტების პირადი ნომრების მითითების გარეშე).

გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 27 სექტემბერს ბსუ-ს ვებგვერდზე და კანცელარიასთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2018 წლის 28 სექტემბრიდან  (1000 საათიდან) 1 ოქტომბრის 1500 საათამდე, რომლის საფუძველზე გამოიცემა ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება 2018 წლის 2 ოქტომბერს. 

საკონტაქტო პირი:  ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ლელა თავდგირიძე   (ტელ:  (+995) 577 97 93 79; ელ. ფოსტა: lela.tavdgiridze@bsu.edu.ge

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა