ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. განათლების ფაკულტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის კლუბის მესამე სამეცნიერო სესია სამ სექციაში მუშაობდა და წარმოდგენილი იყო 100-მდე მოხსენება. აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად ნაშრომები წაიკითხეს პედაგოგიკის, განათლებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტუალურ საკითხებზე. კონფერენცია სკოლა „ნიკეს“ სპექტაკლ „არგონავტებით“ დასრულდა.
პროგრამის აღწერაუკან |