შოთა რუსთაველის დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ,,ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის“ წევრმა, დოქტორმა ოლივერ რაისნერმა ღია ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ევროპული გამოცდილება ინტერკულტურულ განათლებაში“. გერმანელმა მკვლევარმა განათლების ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ინტერკულტურული განათლების მიღწევები, სიახლეები და გამოწვევები გააცნო. ღონისძიება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
უკან |