ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტ ნიაზ ზოსიძის წიგნის "აჭარა ფარი საქართველოისა" წარდგინება გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წიგნის მნიშვნელობასა და აქტუალობაზე ისაუბრეს. ნაშრომი პროფესორ მამია ფაღავასა და ასოცირებულ პროფესორ ზაზა შაშიკაძის რედაქტორობით გამოიცა და მასში აჭარის ისტორიაა აღწერილი. პრეზენტაცია ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“, ახალგარდული მერიის ორგანიზებითა და განათლების ფაკულტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
უკან |