ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დაწყებითი განათლების სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა ასისტენტ პროფესორ დარეჯან გელაძის ხელმძღვანელობით საქველმოქმედო აქცია ,,გავუთბოთ ერთმანეთს გულები“ მოაწყვეს. მომავალი პედაგოგები საპატრიარქოსთან არსებულ ფერიის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა გიმნაზია-პანსიონს ეწვივნენ, აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცეს, ტკბილეული და საკვები პროდუქტი გადასცეს. აქციის დასასრულს ბავშვებმა კონცერტი გამართეს და სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
უკან |