შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში ღია კარის დღეები დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აბიტურიენტებისათვის პრეზენტაციებს მართავენ. მეთორმეტე კლასის მოსწავლეები უნივერსიტეტში სწავლების პირობებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, სტიპენდიებს, სოციალური და გაცვლით პროგრამებს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას, სტუდენტური ცხოვრებასა და სიახლეებს ეცნობიან. მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ბუკლეტები და საჩუქრები გადაეცემათ.
ღია კარის დღეები ბათუმის სკოლების შემდეგ აჭარის რაიონებში, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში გაგრძელდება.
უკან |