ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ,, სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში II სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. მასში სტუდენტებთან ერთად აჭარის 19 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 60-მდე მომხსენებელმა თემები პედაგოგიკის, განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით წარმოადგინეს და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორიცაა: მასწავლებლის პედაგოგიური უნარ-ჩვევები და მათი გამოყენების თავისებურება, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით დაგეგმილი გაკვეთილი, დისკუსიის როლი სწავლებაში, შავი ზღის ეკოლოგიური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები, სამედიცინო გენეტეკის მორალური პრობლემები. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა სკოლა ,,ნიკეს“ ლიტერატურულ-თეატრალიზებული წარმოდგენა ,,სიყვარულის მელოდიები“. უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის კლუბის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლის დაახლოებას, სამეცნიერო მუშაობის სწავლებას, საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას ისახავს მიზნად.
უკან |