განათლების ფაკულტეტი

სპორტული ღონისძიება ინკლუზიური ბავშვებისათვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტისა და  ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით  შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვებისათვის  სპორტული ღონისძიება „Let’s Play Together-  მოდი ერთად ვითამაშოთ“  ჩატარდა. ღონისძიება შშმ ბავშვებისათვის  გუნდურ, სპორტულ და ინტეგრირებულ გართობას,  აქტივობებსა და ისეთ ფიზიკურ სავარჯიშოებს მოიცავდა, როგორიცაა ცეკვა, სირბილი-ესტაფეტა, მკლავჭიდი და სხვა.  პროგრამაში  ჩართული იყვნენ  მშვიდობის კორპუსის, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მოხალისეები და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სტუდენტები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მაკლეინის ბავშვთა ასოციაციის თერაპევტები, რომლებიც    მონაწილეების უსაფრთხოებას და საჭირო ადაპტაციებს უზრუნველყოფდნენ. ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სერტიფიკატებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ მონაწილეები და ორგანიზატორები. პროექტი ‘’Lets Play together Georgia’’-ს  ავტორია მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები,


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა