განათლების ფაკულტეტი

IV სამეცნიერო კონფერენცია ‘’სწავლისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები’’

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის, სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში IV სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. სესიაში სტუდენტებთან ერთად, აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 400-მდე  მოსწავლე მონაწილეობდა.

მომხსენებლებმა თემები პედაგოგიკის, განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით წარმოადგინეს და ისეთი აქტუალური საკითხები განიხილეს, როგორიცაა: თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სწავლა-სწავლების პროცესში, დისტანციური სწავლება, მოზარდთა გენეტიკური  დაავადებები, ატმოსფეროს გლობალური გაჭუჭყიანება და ა.შ. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის კლუბი  4 წლის წინ ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლის დაახლოება, სამეცნიერო მუშაობის სწავლება, საგანმანათლებლო პროექტების მომზადება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა