ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის პედაგოგიკის დოქტორის რ. ჯეფერსონ ჯორჯის ტრენინგი გაიმართა. სწავლება პედაგოგიკის საკითხებსა და სწავლების ფილოსოფიას შეეხებოდა და მასში ბსუ-ს 9 ფაკულტეტის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ტრენინგის მიზანი აკადემიური პერსონალისათის 21-ე საუკუნეში ამერიკაში აპრობირებული სწავლებისა და პედაგოგიკის ისეთი საკითხების გაცნობა იყო, როგორიცაა: სტუდენტთა მოტივაცია და ჩართულობა, ეფექტური პრეზენტაცია, მოსწავლეთა შესაძლებლობების შეფასება, შედეგზე ორიენტირებული სწავლების კურიკულუმის განვითარება, დიდი და მცირე აუდიტორიის მართვა, პედაგოგის თვითშეფასება და სწავლების ფილოსოფია, პირველი ლექცია, სხვა.
ტრენინგი პედაგოგიკის საკითხებში პროფესორ-მასწავლებლებისათვის ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და ტრენინგ ცენტრ ‘’ნოუ ჰაუ-ს’’ ინიციატივით ჩატარდა.
უკან |