განათლების ფაკულტეტი

გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია ASB ბსუ-სთან თანამშრომლობას გეგმავს

სურათი

გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდსა-ს (ASB) ეგიდით, ევროკომისიის დესქ-ოფიცერი ჯაკოპო ლომბარდი,  ევროკომისიის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ქეთევან ლომსაძე და ASB-ს წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდნენ. ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციასა და ბსუ-ს სამომავლო თანამშრომლობას შეეხებოდა, რომელიც დაწყებითი კლასის მასწავლებლებისა და სკოლამდელი განათლების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ახალი კურსის ‘’კატასტროფების რისკების შემცირება’’ შემუშავებას და დანერგვას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იგეგმება ინკლუზიური მიდგომით კატასტროფების რისკის შემცირების სასწავლო პროგრამის შემუშავება და საგანმანათლებლო მასალის შექმნა 6 უნივერსიტეტისათვის. პროექტი ასევე ითვალისწინებს  უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის  ტრენინგის ჩატარებას და სამიზნე უნივერსიტეტებში რესურს-ცენტრების ჩამოყალიბებას.

არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2016 წლიდან ევროკომისიის ჰუმანიტარულ მისიაში  კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამაში ჩაერთო. პროგრამის მიზანია კატასტროფების რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში.     
                    
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა