ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მაგდებურგის უნივერსიტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვია. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა მოსამზადებელ ერთობლივი პროგრამის შექმნას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების ადმინისტრირებისა და მართვის ორმხრივი სამაგისტრო პროგრამის ამოქმებედის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ერთ ნაწილს გერმანიაში გაივლიან, ხოლო მეორე ნაწილს - საქართველოში. დაიგეგმა მაგდებურგის უნივერსიტეტთან ერთად, შესაბამისი ლიტერატურის თარგმნა, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება საქართველოსა და გერმანიაში. პროექტის ინიციატორი და ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და მისი წარმომადგენლობა საქართველოში.
მაგდერბურგის უნივერსიტეტსა და ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტები მიმდინარე წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა.
უკან |