განათლების ფაკულტეტი

CURE საგრანტო პროექტის კონსორციუმის პირველი შეხვედრა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში ERASMUS+-ის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის ,,კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების განვითარების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში (Curriculum Reformfor Promoting Civic Educationand Democratic Principlesin Israel Andin Georgia - CURE) კონსორციუმის ქართველი პარტნიორების ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. კურიკულუმის რეფორმის მრავალმხრივი პროგრამა მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების სწავლება ისრაელსა და საქართველოში. პარტნიორ ქვეყნებში შემუშავდება მრავალგანზომილებიანი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს  კურიკულუმის რეფორმას დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით მასწავლებელთა გადამზადების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ორდღიან სამუშაო შეხვედრაში პროექტის ქართული პარტნიორი ორგანიზაციების 15 და მათ შორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 წარმომადგენელი - მადონა მიქელაძე, ნანა მაკარაძე  და ნინო მიქელაძე მონაწილეობდა.

პროექტი 2016 წლის 15 ოქტომბერს ამოქმედდა და 2019 წლის 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა