ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში ERASMUS+–ის პროექტის ,,უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა“ („Assisting Better Communication“ ABC), კონსორციუმის ქართველი პარტნიორების ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია პროგრამაში ჩართულ ქვეყნებში ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიის განვითარება, გაძლიერება პროფესიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ხარისხიანი კურსებისა და პროგრამების შეთავაზებით. სამუშაო შეხვედრაში პროექტის ქართული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები: ნანა მაკარაძე, მარინე გურგენიძე, ნინო მიქელაძე და ნინო დვალიძე მონაწილეობდნენ.
უკან |