განათლების ფაკულტეტი

სამეცნიერო კონფერენცია „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“

სურათი

V სამეცნიერო კონფერენცია „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სესია შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და მასში ბსუ-ს სტუდენტებთან ერთად, აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მომხსენებლებმა ნაშრომები წარმოადგინეს პედაგოგიკის, განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით და ისეთ აქტუალურ საკითხებს განიხილეს, როგორიცაა: ფსიქოლოგიური ძალადობა, მასწავლებლის როლი საგანმანათლებლო პროცესში, რეპეტიტორების ინსტიტუტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, XXI საუკუნის ეკოლოგიური პრობლემები და ადამიანის მომავალი.
V სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს შემდეგ თემებზე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში, დაუნის სინდრომის მოსწავლის სწავლების სტრატეგიები, ძალადობის პრევენციის ძირითადი მექანიზმები, ოჯახური ძალადობა, არასრულწლოვანი და დანაშაული, ვიდეო თამაშები - დადებითი და უარყოფითი, ომი და სტრატეგია „ვეფხისტყაოსანში“, ვარდის სიმბოლიკა „ვეფხისტყაოსანში“, „კიბერდანაშაული“, ტურიზმი, „ვეფხისტყაოსანის“ ხელნაწერები, XXI  საუკუნის ეკოლოგიური პრობლემები და ადამიანის მომავალი, შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები, მდინარე ჭოროხზე მშენებარე კაშხლების გავლენა აჭარის პლაჟის ფორმირებაზე და სხვ.
კონფერენცია ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის თანამშრომლობის კლუბის - „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა