შოთა რუსთაველის დარბაზში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე განათლების ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობდნენ. ახალგაზრდებმა მოხსენებები წარმოადგინეს განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე. კონფერენციის საუკეთესო მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებული სტუდენტები სერტიფიკატებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
უკან |