განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯემალ ანანიძე ,,პრაქტიკა 2“-ის სასწავლო კურსის ფარგლებში შეხვდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გაცნობას. სტუმარმა სტუდენტებს კეთილმოწყობისა და რეორგანიზაციის მიზნით უნივერსიტეტში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ანანიძემ ასევე ისაუბრა დაწესებულებაში პერსონალის შერჩევისა და დასაქმების პოლიტიკის საკითხებზე.
უკან |