განათლების ფაკულტეტი

პროფესიული განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ანზორ ბერიძემ, განათლების ფაკულტეტის დეკანმა მადონა მიქელაძემ, განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ნანი მამულაძემ  მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფში  თემაზე ,,პროფესიული განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება“. მაგდებურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანკ ბიუნინგმა პროფესიული განათლების სამაგისტრო პროგრამა წარმოადგინა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების (თსუ, სტუ და ბსუ)  წარმომადგენლებს გაუწია რეკომენდაციები პროგრამის მომზადებასა და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მის დანერგვასთან დაკავშირებით. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ თავიანთ უნივერსიტეტებში პროფესიული განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას. 

ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, მაგდებურგის უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა