ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბულგარეთის ქ. რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის პედაგოგთა წარმომადგენლობა ეწვია. ასოცირებულმა პროფესორმა დესისლავა ათანასოვამ და ასოცირებულმა პროფესორმა პლამენკა ქრსიტოვამ განათლების ფაკულტეტის დაწყებითი განათლებისა და განათლების ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარეს. 2016 წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტს შორის.
უკან |