განათლების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა მაკარაძემ და უფროსმა მასწავლებელმა ნინო მიქელაძემ მონაწილეობა მიიღეს „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების განვითარების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში (CURE)“ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონსორციუმის მესამე სამუშაო შეხვედრაში. ორდღიან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პარტნიორი უნივერსიტეტების ინსტიტუციური მენეჯერების ანგარიშები პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების, სტუდენტთა მიერ უკვე შესრულებული და უახლეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს უნივერსიტეტებში სამოქალაქო განათლებისა და სოციალური ჩართულობის ცენტრების შექმნისა და მათი სამუშაო გეგმის შემუშავების საკითხებზეც.
უკან |