განათლების ფაკულტეტი

„პროფესიული განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მადონა მიქელაძემ, ასისტენტ პროფესორებმა ნატო შეროზიამ და მამუკა გოგელიამ 16-27 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფში ,,პროფესიული განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება“. მაგდებურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანკ ბიუნინგმა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბსუ, თსუ, სტუ და აწსუ) პროფესორ-მასწავლებლებს რეკომენდაციები გაუწია პროგრამის მომზადებისა და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის საკითხებზე. პროფესორმა ფრანკ ბიუნინგმა ტრენინგები ჩაატარა ასევე პროფესიულ პედაგოგიკაში და ვორქშოფის  მონაწილეებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების მეთოდები გააცნო. მხარეთა შეთანხმებით, მაგდებურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დახმარებას გაუწევენ ქართველ კოლეგებს პროფესიული განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება-განხორცილებაში.

ორკვირიანი ვორქშოფი თბილისში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და მაგდებურგის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ჩატარდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა